თავდაპირველად, ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (არაუმეტეს 1 თვე) პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი. 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება იმ მძღოლსაც, რომელიც მართავს სხვის ავტომობილს.